ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიმითის მე-3 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ახალი ხიდი, გზის მიერთებები და სანიაღვრე არხები. ამ ეტაპზე კი 2 550 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელების მოწყობა მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია, რომელიც 2 304 960 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
