Skip to content
23/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც ყოფილა. წლების განმავლობაში, პრივილეგირებული კასტა, დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, თავს გვახვევდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ

მარშალ პრესი 23/05/2026
nikoloz metreveli

ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც არასდროს ყოფილა. ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში პრივილეგირებული კასტა იყო შექმნილი, დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, რომელიც თავს გვახვევდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ, თუმცა, რეალობა დღეს აბსოლუტურად სხვაა, – განაცხადა ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა, პრესკონფერენციაზე.

მეტრეველის განცხადებით, მიუღებელია დანიის ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი ქმედებები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ევროკავშირის კრიზისში ყოფნას და მის დემოკრატიულ უკუსვლას.

„ჩვენ ყველამ ვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი კადრები, რაც დანიაში, კოპენჰაგენში მოხდა, სადაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები ხელკეტებით და ძაღლებით დაარბიეს. ეს არის ის საზომი, რომლითაც მოქმედებს ევროკავშირის პოლიცია. ცხადია, ამ ფაქტის გამო არცერთი სამართალდამცავი იქ არ დასჯილა. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც არასდროს ყოფილა. ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში პრივილეგირებული კასტა იყო შექმნილ, დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, რომელიც თავს გვახვევდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ, თუმცა რეალობა დღეს აბსოლუტურად სხვა არის. ევროკავშირი უმძიმეს კრიზისშია და მათ შორის, დემოკრატიული უკუსვლა არის. ამ ფონზე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არამხოლოდ დადებით მხარეებზე, რაც ევროკავშირს გააჩნია, არამედ უკუ მხარეებზე, დემოკრატიის უკუსვლაზე და ეკონომიკაზე,“- განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

მეტრეველი მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ გაიხსნას დისკუსია და საუბარი დაიწყოს ევროკავშირის არა მხოლოდ დადებით მხარეებზე, არამედ, უარყოფითზეც, რაც საზოგადოებას შეუქმნის მიმდინარე მოვლების რეალური შეფასების შესაძლებლობას.

„ეს თემა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ტაბუირებული იყო. პირადად მე მიმაჩნია, რომ შესაძლოა, დღეს საზოგადოების უმრავლესობა საერთოდ აღარ უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. ყოველ შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ რაღაც 80%-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება არის აბსოლუტური ტყუილი და რასაც გვისახავდნენ, რომ თითქოს ევროები ჩამოიყრებოდა როდესაც ჩვენ სტატუსს მივიღებდით არც ეს არ მომხდარა, საქართველო აგრძელებს ბევრად კარგ განვითარებას, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა, ჩვენ არაფერი არ გვესაქმება ამ ქვეყნებთან ერთად, რომლებსაც აქვთ ჩამოშლილი ეკონომიკა, ყვავის კორუფცია. უკრაინაზე საერთოდ საუბარიც არ მინდა, ქვეყანა არის განადგურებული, უმძიმეს მდგომარეობაში და აგებს ომს. აი ეს არის რეალობა, რაც არის შექმნილი დღეს ევროკავშირში. მე მინდა პირდაპირ ვთხოვო, მათ შორის მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, რომ ღიად გავხსნათ დისკუსია და ვისაუბროთ არამარტო დადებით მხარეებზე ევროკავშირის მხრიდან, არამედ იმ მანკიერ მხარეებზე, რაც გააჩნია ევროკავშირს და საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და ისე მოხდეს მოვლენების შეფასება და ზოგადად საქართველოს საგარეო კურსის განსაზღვრა“, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრის მოადგილე: „წლევანდელ საზეიმო ღონისძიებებში ჩვენ კონცეპტუალურად გავაერთიანეთ დამოუკიდებლობის დღისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიული მნიშვნელობა“
Next: ხაშურში სუს-ის თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.