Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აი, ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა – თამარ ჩერგოლეიშვილი ლანა გალდავასა და გრიგოლ გეგელიაზე

მარშალ პრესი 21/05/2026
tamara-grigol-lana

აი, ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა, – წერს “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, “ლელოს” ლიდერეებზე, გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე, რომლებმაც ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუქ-პოსტი ხაზარაძის ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით “არასაინტერესოდ” მიიჩნიეს, თავად ჯანგირაშვილს კი “ლუზერი” უწოდეს.

მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გეგელია და გალდავა პოლიტიკაში არიან, არის მამუკა ხაზარაძის სურვილი, “ყურმოჭრილი მონები ატივტივოს”.

“ერთადერთი მიზეზი, რატომაც პოლიტიკაში არიან, არის ხაზარაძის სურვილი ყურმოჭრილ მონებად ვინც გამოადგა, ატივტივოს.

რა მომენტშიც ხაზარაძე ამ ორი არარაობის გაქრობას მოინდომებს, გაქრებიან და სველი ადგილიც არ დარჩება მათგან, პოლიტიკაში.

ნინო ჯანგირაშვილს ამას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აკადრებენ, რომ ნინომ კითხვა დასვა, როდის გაგვაგებინებთ ამომრჩევლებს რომ ხაზარაძემაც გახარიასავით მოკურცხლაო – ოღონდ გაცილებით დელიკატურად.

ხმა მისცა ჯანგირაშვილმა ხაზარაძეს და ბუნებრივად დაინტერესდა, მისი ხმა სად წავიდა.

და აი ასე პასუხობენ.

ესაა ავტოკრატია! აი ეს უნდა ჩაირეცხოს – არაანგარიშვალდებული პოლიტიკური არარაობების დოღი თავისი კორუმპირებული ტელევიზიებიანად.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა, ნინო ჯანგირაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “როგორც ვხვდები მამუკა ხაზარაძე ემიგრაციაში წავიდა და “ლელო” ამის შესახებ საკუთარ ამომრჩეველს როდის შეატყობინებს? თუ არ არის აუცილებელი?”

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე: 26 მაისი მორალური პრინციპების გათელვით, ოპოზიციის მიერ ტექნიკურად შემოგდებული თემაა. ეს სწორედ ის ამორალური კასტაა, რომელის კისერზეცაა 15 წლის წინანდელი 26 მაისის აქციის ტრაგედია
Next: ჩაის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ანასეულის ბაზაზე თემატური ღონისძიება გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.