Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: 26 მაისი მორალური პრინციპების გათელვით, ოპოზიციის მიერ ტექნიკურად შემოგდებული თემაა. ეს სწორედ ის ამორალური კასტაა, რომელის კისერზეცაა 15 წლის წინანდელი 26 მაისის აქციის ტრაგედია

მარშალ პრესი 21/05/2026
zurab kadagidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან გამოეხმაურა ოპოზიციური ალიანსის გეგმას, ჩაატარონ აქცია 26 მაისს. ქადაგიძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს ცალსახად უცხოეთიდან მიღებული დავალებაა და ოპოზიციის მიზანია, მოაჩვენოს „პატრონებს“, რომ ჯერ კიდევ აქვს საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის ძალა: „ოპოზიციურ ალიანსს უნდა იმის დემონსტრირება, რომ პატრონებს უღირთ მათზე ფსონის დადება და მატერიალური თუ ტექნიკური რესურსებით მათი უზრუნველყოფა“ – განაცხადა ქადაგიძემ. დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ 26 მაისი არაა შემთხვევით შერჩეული თარიღი- ოპოზიცია საზოგადოებაში დაძაბულობის შემოტანას ცდილობს. ქადაგიძის სიტყვებით, ეს რადიკალების ის კასტაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნისას არაერთი აქცია დაარბია და ადამიანები დახოცა.

„ოპოზიციურ ალიანსს 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე არ გაუჭირდება ფსევდო ღირებულებებზე საუბარი, თუმცა რეალურად ასრულებენ უცხოელი პატრონების დაკვეთას. ალიანსის წევრები ბოლო პერიოდში საარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ ევროპის დედაქალაქებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ დადიოდნენ კარდაკარ და არ ესაუბრებოდნენ საქართველოს მოქალაქეებსა და ამომრჩეველს. შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან ესაა ძალის დემონსტრირება უცხოელი პატრონებისთვის- რომ მათ კიდევ აქვთ მოსახლეობაზე რაიმე გავლენის მოხდენის რესურსი. არ აქვს მნიშვნელობა 26 მაისი იქნება თუ 4 ოქტომბერი, საბოლოო შედეგზე გასვლა უნდათ ისე, როგორც 4 ოქტომბერს აპირებდნენ. ამას 26 მაისსაც ვერ შეძლებენ, მაგრამ ოპოზიციურ ალიანსს უნდა იმის დემონსტრირება, რომ პატრონებს უღირთ მათზე ფსონის დადება და მატერიალური თუ ტექნიკური რესურსებით მათი უზრუნველყოფა. ერთია ტექნიკური ნაწილი და მეორე მორალური.

ნიკა გვარამია ბედავს და 26 მაისს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგად აცხადებს ამ დღეს. ყველა, ვინც კი მონაწილეობას იღებს ამ პროცესში, ღირებულებებისგან დაცლილია. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ ასეთი თარიღების „გაფუჭებას“. ხელს არაფერი შეუშლით, რომ შეიკრიბონ 7 ნოემბერს, 15 ივნისს, 26 მაისს. ეს ადამიანები დღემდე ამართლებენ საკუთარ დანაშაულებებს. წარმოიდგინეთ პარადოქსი: მათი სადამსჯელო ოპერაციების შედეგად დაიღუპნენ ადამიანები აქციებზე, მაგრამ ისიც კი არ იკადრეს, რომ პოლიციელის გადაცდომად ან კონკრეტული პერსონის დანაშაულად ეღიარებინათ მომხდარი და შესაბამისი რეაგირება მოეხდინა სახელმწიფოს. ამის ნაცვლად, გვამები გადამალეს და ოქმებში ჩაწერეს, რომ ზოგი დენმა იმსხვერპლა, ზოგს კი გული გაუჩერდა სირბილის დროს. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე ხელს მოაწერენ. სამწუხაროდ, აგენტის ბედი თავიდანვე განწირულია ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. შესაბამისად, ნიკა გვარამია არც ხელისუფლებაში ყოფნისას და არც ახლა ოპოზიციიდან არ ემსახურება საკუთარ სახელმწიფოს. ის ემსახურება სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს. ამასთან, 26 მაისს შეკრების გადაწყვეტილებაში დევს ძალადობრივი ელემენტიც. რა მოხდება, თუ, პირობითად, ნიკა გვარამიას დაინახავს 26 მაისის აღსანიშნავად გარეთ გამოსული ქართველი და შეახსენებს თუნდაც 15 წლის წინანდელ 26 მაისს? ასე გაიზრდება დაძაბულობა და ზუსტად ამისთვის იყენებენ მსგავს თარიღებს რადიკალები. თუ ოპოზიციას მართლაც ჰყავს იმხელა ელექტორატი, რასაც ამტკიცებს, დამიჯერეთ, მათი ამომრჩევლები ქვეყნის პარალიზებას მოახდენდნენ და აღარც 26 მაისის, 7 ნოემბერისა ან 9 აპრილის გამოყენება იქნებოდა საჭირო. 26 მაისი მორალური პრინციპების გათელვით, ტექნიკურად შემოგდებული თემაა, რათა ემოციურად იმოქმედონ საზოგადოებაზე. ეს სწორედ ის ამორალური კასტაა, რომელის კისერზეცაა 15 წლის წინანდელი 26 მაისის აქციის ტრაგედია“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ მეტრეველი: ფიშერი ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს დააჯეროს, რომ უკრაინისა და მოლდოვის გზა ერთადერთი სწორი არჩევანია, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ხედავს, რა მძიმე შედეგები მოიტანა ამ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა: ომი, ნგრევა, ეკონომიკური კოლაფსი და სუვერენიტეტის დაკარგვა
Next: აი, ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა – თამარ ჩერგოლეიშვილი ლანა გალდავასა და გრიგოლ გეგელიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.