Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ფიშერი ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს დააჯეროს, რომ უკრაინისა და მოლდოვის გზა ერთადერთი სწორი არჩევანია, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ხედავს, რა მძიმე შედეგები მოიტანა ამ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა: ომი, ნგრევა, ეკონომიკური კოლაფსი და სუვერენიტეტის დაკარგვა

მარშალ პრესი 21/05/2026
nikoloz metreveli

პეტერ ფიშერის მუდმივი მენტორული ტონი და ჩარევის მცდელობა საქართველოს შიდა პოლიტიკაში უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, ვისთან ითანამშრომლებს, რა გზას აირჩევს და როგორ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის, მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თქმითაც „ საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან“.

მეტრეველის განცხადებით, პეტერ ფიშერი ცდილობს ქართველ ხალხს დააჯეროს, რომ უკრაინის და მოლდოვის მიერ არჩეული გზა ერთადერთი სწორი მიმართულებაა, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ხედავს თუ რა შედეგები მოიტანა მათ მიერ არჩეულმა გზამ – ომის, ნგრევისა და ეკონომიკური კოლაფსის სახით.

მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო არ აპირებს უცხოელი ბიუროკრატების პოლიტიკური თამაშების ნაწილად ყოფნას.

„პეტერ ფიშერის მუდმივი მენტორული ტონი და ჩარევის მცდელობა საქართველოს შიდა პოლიტიკაში უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, ვისთან ითანამშრომლებს, რა გზას აირჩევს და როგორ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.

ბატონი ფიშერი ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს დააჯეროს, რომ უკრაინისა და მოლდოვის გზა ერთადერთი სწორი არჩევანია, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ხედავს, რა მძიმე შედეგები მოიტანა ამ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა: ომი, ნგრევა, ეკონომიკური კოლაფსი და სუვერენიტეტის დაკარგვა.

ამიტომ, სანამ გერმანიის ელჩი ქართველ ხალხს ჭკუას დაარიგებს, სჯობს დაფიქრდეს, რატომ იზრდება ყოველდღიურად საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც უკვე ღიად ამბობს: ასეთი პარტნიორობა და ასეთი ევროკავშირი ჩვენთვის მიუღებელია.

უცხო ქვეყნების ელჩებმა კარგად უნდა შეიგნონ, რომ საქართველო არავის დანამატი არ არის. ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის ინტერესების გაცვლას უცხოელი ბიუროკრატების პოლიტიკურ დირექტივებში და არც სხვისი გეოპოლიტიკური თამაშების ნაწილად ქცევას,“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ICG-მ ღიად აღიარა, რომ თბილისის შიში ომში ჩათრევის საფრთხის მიმართ არც „პროპაგანდაა“ და არც „გამოგონილი ნარატივი“, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრატეგიის რეალური ფაქტორია
Next: ზურაბ ქადაგიძე: 26 მაისი მორალური პრინციპების გათელვით, ოპოზიციის მიერ ტექნიკურად შემოგდებული თემაა. ეს სწორედ ის ამორალური კასტაა, რომელის კისერზეცაა 15 წლის წინანდელი 26 მაისის აქციის ტრაგედია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.