Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ საზოგადოებას გვინდა ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა

მარშალ პრესი 20/05/2026
irakli kobakhidze

ჩვენ საზოგადოებას გვინდა ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ბრუტალურ დარბევას და ამაზე ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი და დანიის ხელისუფლება ვერ ბედავენ სათანადო რეაქციის გამოვლენას.

„წერილს რა მიზანიც ჰქონდა, ეს შინაარსიდან მარტივად განიმარტება. ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა. კიდევ უფრო კარგად აჩვენა ეს ყველაფერი შემდგომმა რეაქციებმა. ყველამ ვნახეთ, როგორ გაურბოდნენ კითხვებს ევროკავშირის ელჩები. მათ არაფერი ჰქონდათ საპასუხო. ეს არის ყველაზე მეტად შემაშფოთებელი. კითხვები დასვეს ჟურნალისტებმა 2024 წელთან დაკავშირებით, როდესაც იყო რამდენიმე უხეში გადაცდომა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. შედარება რომ გავაკეთოთ, ეს იყო ექსცესები და ხელისუფლებას ჰქონდა მყისიერი რეაგირება. მყისიერად დავგმეთ ის გადაცდომები, რომელიც საზოგადოებამ იხილა. არის ევროკავშირის, გერმანიის ელჩები, არის დანიის ხელისუფლება, რომლებიც ამის დაგმობასაც კი ვერ ბედავენ. ეს აჩვენებს სრულ ღირებულებით დეგრადაციას, რასაც განიცდის ევროპული ბიუროკრატია და რასაც ვხედავთ ევროპის მასშტაბით, რაც არის ტრაგიკული და სამწუხარო. ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად მშვიდობიანი შეკრების ბრუტალური დარბევა და ამაზე ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი და დანიის ხელისუფლება ვერ ბედავენ სათანადო რეაქციის გამოვლენასაც კი, რაც იქნებოდა ამ ყველაფრის დაგმობა და თავისი სახელის დარქმევა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებაა – გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე
Next: ირაკლი კობახიძე – ადგილობრივი აგენტურის და მათი უცხოეული პატრონების მხრიდან არის მცდელობა, რაღაცნაირად დაგვაპირისპირონ სომხეთთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.