Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბიზნესი
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ადგილობრივი აგენტურის და მათი უცხოეული პატრონების მხრიდან არის მცდელობა, რაღაცნაირად დაგვაპირისპირონ სომხეთთან

მარშალ პრესი 21/05/2026
irakli kobakhidze2

ჩვენ მაქსიმალურად ვგულშემატკივრობთ ჩვენს მეგობარ ქვეყანა სომხეთს, სომეხ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, თუ რა შთაბეჭდილებას ტოვებს მასზე ბრიუსელის გარკვეული ძალების დამოკიდებულება საქართველოსა და სომხეთის მიმართ.

„რაც შეეხება სომხეთთან შედარებას, ჩვენთვის ეს ცოტა უხერხული თემაა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მეზობლები, გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა. აქედან გამომდინარე, ჩვენგან არასწორია შევედაროთ სომხეთს. ამაში არ შევალთ, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება ჩვენ. მაგრამ, ზოგადად შევაფასებ იმ მცდელობებს, რასაც ვხედავთ აქაც ადგილობრივი აგენტურის და მათი უცხოეული პატრონების მხრიდან, რომ რაღაცნაირად დაგვაპირისპირონ სომხეთთან, მათ შორის შედარებებით. ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება ვერავითარი კუთხით, ვერც ერთი მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად ვგულშემატკივრობთ ჩვენს მეგობარ ქვეყანა სომხეთს, სომეხ ხალხს. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვათ სომხეთთან დაკავშირებით.

მინდა, მადლობა გადავუხადო სომხეთის პრემიერ-მინისტრს, რომელსაც აქვს გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ეს არის გამოხატული მეგობრულ ურთიერთობებში, მათ შორის უშუალოდ მთავრობებს შორის. მან პირდაპირ ისიც კი თქვა, რომ საქართველოს გარეშე სომხეთის ევროინტეგრაციაზე საუბარი იყო წარმოუდგენელი. ამას რა განცხადება მოჰყვა ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსნის მხრიდან, ესეც გახსოვთ. მან თქვა, რომ სომხეთი არის უმოკლესი გზა, რომელიც აკავშირებს შუა აზიას ევროპასთან. როგორც ჩანს, ეკონომიკურ სტაგნაციასთან და სხვა სიკეთეებთან ერთად, გეოგრაფიის გაკვეთილებშიც მაინც და მაინც ძლიერად არ აქვთ საქმე ევროპელ ბიუროკრატებს“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: ჩვენ საზოგადოებას გვინდა ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა
Next: ირაკლი კობახიძე – იაფ გაზთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან 20-წლიანი შეთანხმება გაგრძელდა კიდევ 20 წლით. რა კითხვაც დაისვა დებატებში ენერგეტიკის ექსპერტის მხრიდან, იმას პასუხი გაეცა კონკრეტული მოლაპარაკებებით და შემდეგ – კონკრეტული ხელშეკრულებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.