Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებაა – გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 20/05/2026
guram macharashvili01

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების პარალელურად რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველო დამოუკიდებელი იქნება თუ სხვაზე დამოკიდებული. მაჭარაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებას ნიშნავს. „ეს ჩვენ გვიკვირს, როგორ მისცა რადიკალური ოპოზიციას მორალმა საშუალება 26 მაისს აქცია დაეანონსებინათ, თუმცა მათთვის ეს პრობლემა სულაც არ არის. 26 მაისის თარიღთან მიმართებით რადიკალებს არანაირი განცდა არ აქვთ.

დაანონსებული აქცია იქნება მორიგი წარუმატებელი მცდელობა ხალხის ქუჩაში პროტესტისთვის გამოსაყვანად. ამბობენ ხალხი აღელვებულია და სურთ ქვეყანაში რაიმე შეცვალონ. ასე რომ იყოს, ხალხი არასამუშაო დღეს კი არ დაელოდებოდა პროტესტის გამოსახატად, არამედ გამოვიდოდნენ ქუჩაში და ღამეებს გაათენებდნენ. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს ეყოფა თვითშეგნება და არ აყვება პროვოკაციას. 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაანონსებული აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა გადავცეთ რაღაც საერთაშორისო გაერთიანებას. მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებაა. ისტორიულად სხვა ქვეყნის მმართველებს კარს უღებდნენ მოღალატე თავადები, რომელთაც უცხოეთიდან მიღებული ჰქონდათ გამეფების ან ხელშეუხებლობის გარანტია. ეს ხდება ახლაც, უბრალოდ ფორმატია შეცვლილი. რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს საქართველოს დამოუკიდებლობა. მათი ინტერესია თავად ჰქონდეთ ძალაუფლება და უცხოელმა პატრონმა უბოძოს რაიმე. დამოუკიდებელი იქნება საქართველო თუ დამოკიდებული, მათთვის სულ ერთია,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ოპოზიციის პროპაგანდისტი კახა გოგოლაშვილი: აშშ-ში დემოკრატიული უკუსვლაა. ტრამპს აქვს ავტორიტარული მიდრეკილებები. შეიძლება ის იმპიჩმენტით გაუშვან
Next: ირაკლი კობახიძე: ჩვენ საზოგადოებას გვინდა ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.