Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციის პროპაგანდისტი კახა გოგოლაშვილი: აშშ-ში დემოკრატიული უკუსვლაა. ტრამპს აქვს ავტორიტარული მიდრეკილებები. შეიძლება ის იმპიჩმენტით გაუშვან

მარშალ პრესი 20/05/2026
kaxa gogolashvili

დღევანდელი [აშშ-ის] ადმინისტრაცია არ გამოირჩევა დემოკრატიული მისწრაფებებით, – განაცხადა ოპოზიციის პროპაგანდისტმა, კახა გოგოლაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.

გოგოლაშვილის განცხადებით, დონალდ ტრამპს აქვს ავტორიტარული მიდრეკილებები, რამაც აშშ-ში დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში პოლიტიკა შეიცვალოს და დონალდ ტრამპი იმპიჩმენტით გაუშვან.

„დღევანდელი [აშშ-ის] ადმინისტრაცია არ გამოირჩევა დემოკრატიული მისწრაფებებით და კარგად ვიცით ასევე, ტრამპის ამბიციები და მისი გამონათქვამები, რიტორიკა და ხშირ შემთხვევაში მოქმედება, რომ არ არსებობდეს ამერიკაში ისეთი ინსტიტუტები, როგორიც არის – დამოუკიდებელი სასამართლო, კონგრესი, სენატი, რომლებიც წინ აღუდგება ძალიან ხშირად ტრამპის გადაწყვეტილებებს, ამერიკაში მოხდებოდა ძალიან სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა, დემოკრატიული უკუსვლა მოხდა ეხლა, რეიტინგები რომ ნახოთ ამერიკის რეიტინგები დაწეულია დემოკრატიული, მაგრამ მთლიანად ჯერ-ჯერობით ეს ვერ და არ მოხდა და ალბათ იმედია, რომ ვერ მოხდება იმიტომ რომ გასაგებია, რომ ტრამპს აქვს ავტორიტარული მიდრეკილებები და მისი ადმინისტრაციაც მის გარშემო არის მომართული ასიამოვნონ და მის გარშემო ტრიალებენ მისი ქვეშერმდომები.

ამერიკაში ჩვენ ვნახავთ რა მოხდება ნოემბერში და ეს პოლიტიკა შეიცვლება. მე არ ვამბობ, რომ პრეზიდენტს აუცილებლად იმპიჩმენტით გაუშვებენ, შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ შეიძლება არა, იმიტომ რომ სენატში ძალიან ძნელია 2/3-ის დაგროვება. თორემ კონგრესი ნამდვილად დემოკრატიული იქნება მომავალ წელს უკვე. უბრალოდ დონალდ ტრამპს მოუწევს თავისი ავტორიტარული ამბიციების მოთოკვა,“- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: დედაეკლესიის მისამართით გინებით და პატრიარქ შიოს შეურაცხყოფით, საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა ერთ-ერთი ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი – ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის დაპირისპირება დღეიდან ახალ, ყველაზე მწვავე ფაზაში გადავიდა
Next: მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებაა – გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.