Skip to content
20/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: „ხალხის ძალა“ უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. ეს პროცესი იქნება ძალიან აქტიური

მარშალ პრესი 19/05/2026
dimitri khundadze

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, მედიასთან ისაუბრა იმერეთში “ხალხის ძალის” ფრაქციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე. ხუნდაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მიმოიხილეს როგორც ადგილობრივების პრობლემები, ასევე ზოგადი პოლიტიკური საკითხებიც. ამასთან, იმსჯელეს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც:

„ვიმსჯელეთ როგორც ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე ადგილობრივ პრობლემებზეც. შევეხეთ პარტიული ცხოვრების შემადგენელ ნაწილსაც- უნდა მოვემზადოთ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის“ – განაცხადა ხუნდაძემ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ გეგმავენ ოფისების გახსნას ჯერ ადმინისტრაციულ ცენტრებში, ხოლო შემდგომ ყველა მუნიციპალიტეტში.

„ვიმსჯელეთ როგორც ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე ადგილობრივ პრობლემებზეც. შევეხეთ პარტიული ცხოვრების შემადგენელ ნაწილსაც- უნდა მოვემზადოთ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. პირველ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ რეგიონულ ცენტრებში, შემდგომ კი უკვე ყველა მუნიციპალიტეტში ოფისების გახსნას. რა თქმა უნდა ეს პროცესი იქნება ძალიან აქტიური“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალამ“ ვისაუბრეთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური ძალების არსებობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ძალები არ იქნებიან ორიენტირებული ლანძღვა-გინებაზე
Next: ვატო შაქარიშვილი პატრიარქის ქადაგებაზე: ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ ამ მტიკცე სიტყვას დიდი შეტევა მოჰყვებოდა ჩვენი ქვეყნის მტრების მხრიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.