Skip to content
20/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვატო შაქარიშვილი პატრიარქის ქადაგებაზე: ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ ამ მტიკცე სიტყვას დიდი შეტევა მოჰყვებოდა ჩვენი ქვეყნის მტრების მხრიდან

მარშალ პრესი 19/05/2026
vato shakarishvili

ერის სულიერ მამად ახლადგამორჩეული პატრიარქის ქადაგება მისი შინაარსით, მთლიანად ეფუძნებოდა ქართველი ერის გადარჩენის, გამრავლების და გაძლიერების მიზანს! შესაბამისად, ცხადი იყო, რომ ეს ძალიან გააბრაზებდა ჩვენი გადაშენების და საქართველოს დამორჩილების მსურველ ძალებს, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ქვეყნის მტრები შეშინდნენ და აამუშავეს სრულიად აგენტურული ქსელი, შესაბამისად, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს პატრიარქის სიტყვა რამენაირად ეხებოდა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს და ამ ცრუ მოტივით შიო მესამეს თავს ესხმიან. “წლევანდელი 17 მაისის საოცარი შეკრების გვირგვინი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო III-ის ქადაგება იყო.

სიამაყისა და იმედის განცდა დამეუფლა, როდესაც სამების ტაძრის კიბეებზე ათიათასობით ადამიანთან ერთად, უწმინდესის სიტყვას ვუსმენდი. ამავდროულად, ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ ამ მტიკცე – ქართულ, ქრისტიანულ სიტყვას დიდი შეტევა მოჰყვებოდა ჩვენი ქვეყნის მტრების მხრიდან, რადგან ერის სულიერ მამად ახლადგამორჩეული პატრიარქის ქადაგება მისი შინაარსით, მთლიანად ეფუძნებოდა ქართველი ერის გადარჩენის, გამრავლების და გაძლიერების მიზანს! შესაბამისად, ცხადი იყო, რომ ეს ძალიან გააბრაზებდა ჩვენი გადაშენების და საქართველოს დამორჩილების მსურველ ძალებს.

პატრიარქის ქადაგებამ ბევრ კითხვას გასცა პასუხი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გასაგონად მკაფიოდ გამოხატა ერისა და ბერის საერთო სათქმელი, რომ არ იქნება უკან დახევა, სადაც საქმე ეხება – ჩვენს ოჯახებს, ჩვენს შვილებს, უდიდესი ისტორიის, მდიდარი კულტურის მქონე ერის გადარჩენას და მის მომავალს, ერის, რომელმაც საუკუნეების მანძილზე არაერთი იმპერიის შემოსევა, ბატონობა და ნგრევა გამოიარა, თუმცა საკუთარი იდენტობა, ენა და სახელმწიფოებრიობა დღემდე მოიტანა. სწორად შეშინდნენ და აამუშავეს სრულიად აგენტურული ქსელი, აბსოლუტურ ტყუილს ავრცელებენ თითქოს პატრიარქის სიტყვა რამენაირად ეხებოდა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს და ასე, სიცრუით და სიბინძურით ესხმიან თავს. გადახედეთ თუ ვინ წერს, ვინ ლაპარაკობს, ვინ აქტიურობს და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით რამდენად ზუსტი, დროული და საჭირო იყო ის, რაც უწმინდესმა ბრძანა ჩვენთვის ამ საკრალური მნიშვნელობის დღის შემაჯამებლად. ისინი ბრძოლას და მტრობას არ შეწყვეტენ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ვინც 17 მაისის ამ დიდი ფიზიკური და სულიერი ერთობის ნაწილია, ზუსტად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ვერაფერს გახდებიან!” – წერს ვატო შაქარიშვილი.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე: „ხალხის ძალა“ უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. ეს პროცესი იქნება ძალიან აქტიური
Next: ცოტნე ანანიძე: სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ, ადამიანის უფლებების დაცვაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.