Skip to content
20/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალამ“ ვისაუბრეთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური ძალების არსებობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ძალები არ იქნებიან ორიენტირებული ლანძღვა-გინებაზე

მარშალ პრესი 19/05/2026
guram macharashvili01

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ისაუბრა იმერეთში “ხალხის ძალის” ფრაქციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე. მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ იმსჯელეს საქართველოში კონსტრუქციული ოპოზიციური ძალების არსებობის მნიშვნელობაზე: „ჯანსაღი ოპოზიციური ძალები არ იქნებიან ორიენტირებული ლანძღვა-გინებაზე. ეს კი ნიშნავს ზუსტად იმას, რომ თუ არსებობს რაიმე ტიპის გამოწვევა, ამაზე უნდა ვისაუბროთ კონსტრუქციულად“ – განაცხადა დეპუტატმა.

მაჭარაშვილმა თქვა ისიც, რომ ზოგადი პოლიტიკური საკითხების გარდა, შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონის გამოწვევებიც. „მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია პრობლემების შესახებ მივიღოთ პირველწყაროსგან. ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს რეგიონებსა და ქალაქებში. იცის საზოგადოებამ, რომ ჩვენ, „ხალხის ძალამ“ ვისაუბრეთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური ძალების არსებობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ძალები არ იქნებიან ორიენტირებული ლანძღვა-გინებაზე. ეს კი ნიშნავს ზუსტად იმას, რომ თუ არსებობს რაიმე ტიპის გამოწვევა, ამაზე უნდა ვისაუბროთ კონსტრუქციულად“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: რა ადგილები უნდა მოინახულო, თუ აჭარაში მოგზაურობას აპირებ?
Next: დიმიტრი ხუნდაძე: „ხალხის ძალა“ უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. ეს პროცესი იქნება ძალიან აქტიური

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.