Skip to content
14/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს

მარშალ პრესი 14/05/2026
mtavroba

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციის განმარტებით, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო, შესაბამისი თანამდებობის პირებისთვის, მკაცრად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უწყებებისთვის კანონით გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდიდან გაიცემა.

„ბიუჯეტიდან ამ პროექტის რეალიზაციას დამატებით არც ერთი თეთრი არ სჭირდება. საუბარია ყველა ორგანიზაციისთვის კანონით გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში ჯილდოს ან/და დანამატის გაცემაზე კონკრეტული თანამდებობის პირებისთვის და ისიც მხოლოდ მკაცრად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევებში, როგორიცაა, მაგალითად: ზეგანაკვეთური სამუშაო, განსაკუთრებული სირთულის დავალების წარმატებით შესრულება და სხვ“, – აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძემ ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა
Next: განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ხელვაჩაურის მერთან და აჭარის განათლების მინისტრთან ერთად მშობლებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.