საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა დიასამიძესთან, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარ სიახლეებზე ისაუბრა.
მინისტრმა რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაზიარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
საუბარი შეეხო სასკოლო ფორმების შემოღების, სახელმძღვანელოების დახვეწის, მეთორმეტე კლასის გაუქმების, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის საკითხებს. შეხვედრის ფარგლებში მშობლებმა მინისტრს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და დეტალური განმარტებები მიიღეს.
მშობლებთან გამართულ შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ
