Skip to content
13/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: პროდუქტების გაიაფებასთან დაკავშირებით დავიწყეთ თანამშრომლობა მომწოდებლებთან და ამ თანამშრომლობის საფუძველზე 7 მაისიდან უკვე დავიწყეთ აქცია, რომელიც ყოველკვირეულად განახლდება

მარშალ პრესი 13/05/2026
salome chelidze

„ნიკორას“ სუპერმარკეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლის საჭიროებებზე ზრუნვა. შევიმუშავეთ პროდუქტების სია, რომელიც მათ ყოველდღიურ გამოყენებაში აქვთ, – განაცხადა „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე ჭელიძემ.

მისივე თქმით, ეს აქციები მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ ყოველდღიური პროდუქტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ და საყიდლები კიდევ უფრო მომგებიანი გახადონ.

„ამ პროდუქტების გაიაფებასთან და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დავიწყეთ თანამშრომლობა ჩვენს მომწოდებლებთან და ამ თანამშრომლობის საფუძველზე 7 მაისიდან უკვე დავიწყეთ აქცია, რომელიც ყოველკვირეულად განახლდება.

ეს აქციები მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ ყოველდღიური პროდუქტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ და საყიდლები კიდევ უფრო მომგებიანი გახადონ.

აქციების შესახებ ინფორმაცია ჩვენს სოციალურ ქსელებში დაანონსდება, თუმცა იმისთვის, რომ მომხმარებელმა დახლებზეც მარტივად შეძლოს ამ პროდუქტების ამოცნობა, შევიმუშავეთ სპეციალური ფასმაჩვენებლების დიზაინი, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, რომ მარტივად იპოვონ პროდუქცია ჩვენს ფილიალებში“, – აღნიშნა სალომე ჭელიძემ.

ქსელურ მარკეტებში, ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები გაკეთდა – მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია.

Post navigation

Previous: შოთა ბერეკაშვილი – მოხარული ვარ, რომ ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომლის მიზანიც არის მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასის შეთავაზება
Next: “ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე…” – მარკეტების ქსელ “გვირილას” განცხადება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.