Skip to content
13/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე…” – მარკეტების ქსელ “გვირილას” განცხადება

მარშალ პრესი 13/05/2026
gvirila

“გვირილას” დამფუძნებლის, ლაშა ჩოჩელის ინფორმაციით, სუპერმარკეტი რამდენიმე დღეში დაიწყებს კამპანიას, რომლის მიხედვითაც, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები ყველა პროდუქტს, თამბაქოს გარდა, ქსელში 10%-იანი ფასდაკლებით იყიდიან.

როგორც მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სოციალური ბარათის მფლობელთათვის ფასდაკლება გავრცელდება სააქციო პროდუქტებზეც.

“რამდენიმე დღეში სერიოზულ კამპანიას დავაანონსებთ. ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე, თამბაქოს გარდა. “გვირილა” ისედაც მიმდინარე პროცესშიც წამყვან პროდუქტებზე ძალიან დაბალი ფასით გამოირჩევა. მინუსზეც ვმუშაობთ ისეთ კატეგორიაზე, როგორიცაა: შაქარი, ზეთი და ა.შ. სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ყველა პროდუქტზე იქნება 10%-იანი ფასდაკლება, სააქციოზეც და არა სააქციოზეც. სააქციოს კიდევ 10% დააკლდება. ნებისმიერ პროდუქტზე შეძლებენ სოციალური ბარათით ყიდვას. “ლიბერთისთან” ვმუშაობთ და პროგრამული ინტეგრაცია მიდის. ალბათ, 5 დღეში პროექტი ჩაეშვება. ჩვენ ეს ჯგუფი გამოვარჩიეთ, რომელსაც განსაკუთრებული შეთავაზება სჭირდება და ნაკლები აქვთ შემოსავალი. შეზღუდვა იქნება მხოლოდ ის, რომ ამ სოციალური ბარათით არ მოხდეს საბითუმო გაყიდვები და არ ისარგებლოს მებითუმე ადამიანმა. ნებისმიერი სააქციო პროდუქტი გავა ზარალში ამ პროექტის შემდეგ და ამიტომ ეს პირდაპირ მიმართული იქნება ჩვეულებრივ მომხმარებელზე. რომ დავინახავთ, რომ 20-30 ზეთი მიაქვს ერთ ადამიანს, მოლარე არ გასცემს ამას. თაროებზეც გავაკეთებთ ასეთ პროდუქტებზე მითითებას, რომ მაგალითად: სოციალური ბარათით მაქსიმუმ შეიძლება 10 ცალის შეძენა”, – განაცხადა ლაშა ჩოჩელმა.

Post navigation

Previous: „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: პროდუქტების გაიაფებასთან დაკავშირებით დავიწყეთ თანამშრომლობა მომწოდებლებთან და ამ თანამშრომლობის საფუძველზე 7 მაისიდან უკვე დავიწყეთ აქცია, რომელიც ყოველკვირეულად განახლდება
Next: ეკა სეფაშვილი: სწორედ ქართული ღირებულებებია ნაწილი იმ ევროპული ღირებულებებისა, რომელსაც ეფუძნება რეალური ევროპა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.