Skip to content
13/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შოთა ბერეკაშვილი – მოხარული ვარ, რომ ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომლის მიზანიც არის მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასის შეთავაზება

მარშალ პრესი 13/05/2026
shota berekashvili

ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომელშიც ძირითადად 12-დან 15-მდე საბაზისო პროდუქტია, – ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მოდელის მიზანია მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასის შეთავაზება.

„ფასების შემსწავლელი კომისიის ფარგლებში, ჩვენ შევისწავლეთ არაერთი ქვეყნის გამოცდილება, როდესაც მოკლევადიან პერიოდში მოხდა ბაზარზე მსუბუქი ინტერვენცია და ერთ-ერთი რეკომენდაცია ბერძნული მოდელი იყო. მე მოხარული ვარ, რომ ქსელებმა „ბერძნული მოდელის“ მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომელშიც ძირითადად 12-დან 15-მდე საბაზისო პროდუქტია.

აღნიშნული მოდელი ეფუძნება ბაზრის კონკურენციის ელემენტებს, ბაზრის საფასო პოლიტიკას. ბერძნული მოდელის მიზანია, რომ მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასი იყოს შეთავაზებული. ბერძნული მოდელი სწორედ ამას ეფუძნება.
ბიზნესზე არავითარი ზეწოლა არ არის. ეს არის ე.წ. მარკეტინგული პლატფორმის შექმნა, როდესაც ქსელები ერთმანეთთან შედიან კონკურენციაში და შედეგად მომხმარებელი საუკეთესო ფასს იღებს. ძალიან საინტერესო მოდელია. ვინმეს თუ აინტერესებს, დასკვნაში ძალიან კარგად არის გაწერილი, თუ როგორ მუშაობს და დასკვნა წაიკითხონ“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ქსელურ მარკეტებში დაიწყო „სოციალური კალათების“ განთავსება, პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

Post navigation

Previous: ვუერთდებით სოციალურ პასუხისმგებლობას, მომავალში კიდევ უფრო მაღალი ფასდაკლების აქციებსაც შევთავაზებთ მომხმარებლებს – “დეილი ჯგუფის” კომერციული დირექტორი
Next: „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: პროდუქტების გაიაფებასთან დაკავშირებით დავიწყეთ თანამშრომლობა მომწოდებლებთან და ამ თანამშრომლობის საფუძველზე 7 მაისიდან უკვე დავიწყეთ აქცია, რომელიც ყოველკვირეულად განახლდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.