Skip to content
13/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვუერთდებით სოციალურ პასუხისმგებლობას, მომავალში კიდევ უფრო მაღალი ფასდაკლების აქციებსაც შევთავაზებთ მომხმარებლებს – “დეილი ჯგუფის” კომერციული დირექტორი

მარშალ პრესი 13/05/2026
mikheil zambakhidze

“ბურღული, რძის, გაყინული ხორც პროდუქტები, ფასდაკლებები იწყება 20%-დან, და მაქსიმუმ შესაძლებელია იყოს 40%-ის ფარგლებში” – “დეილი ჯგუფის” კომერციულმა დირექტორმა, მიხეილ ზამბახიძემ, “სასურსათო კალათაზე” საუბრისას განაცხადა, რომ დამატებითი აქციების ფარგლებში, მომხმარებლები პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენას კიდევ უფრო დაბალ ფასად შეძლებენ.

მისი თქმით, ფასდაკლებები ძირითადად ბურღულეულზე, რძის პროდუქტებსა და გაყინულ ხორცპროდუქტებზე გავრცელდება, რომლებიც სამომხმარებლო კალათის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. როგორც მიხეილ ზამბახიძე აღნიშნავს, კომპანია, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მსგავსი შეთავაზებების გაგრძელებას მთელი წლის განმავლობაში გეგმავს.

“ეს დამატებითი აქცია, ვფიქრობ, უფრო კარგ სამსახურს გაუწევს და კიდევ უფრო დაბალ ფასებად შეუძლიათ შეიძინონ ეს პროდუქტები ჩვენმა მომხმარებლებმა. ფასდაკლებები იწყება 20%-დან და, მაქსიმუმ, შესაძლებელია იყოს 40%-ის ფარგლებში. ეს პროდუქტები, ყველა ჩვენგანს კარგად ესმის, ძირითადად, მოიაზრებს ბურღულს, რძეს, გაყინულ ხორცპროდუქტებს, რომლებიც შეადგენენ პირველადი მოხმარების კალათას ჩვენი მომხმარებლისთვის და ამიტომ სოციალურ პასუხისმგებლობას ვუერთდებით და ამას გავაგრძელებთ მთელი წლის განმავლობაში და მომავალში კიდევ უფრო კარგი და მაღალი ფასდაკლების აქციებსაც შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“, – აცხადებს “დეილი ჯგუფის” კომერციული დირექტორი მიხეილ ზამბახიძე.

ცნობისთვის, ქსელურ მარკეტებში დღეიდან ფასდაკლებული პროდუქტების სტენდები განთავსდა – კომპანიებში განმარტავენ, რომ მომხმარებელს სოციალურ კალათაში განთავსებული 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეუძლია. “კარფური”, “სპარი“, “მაგნიტი”, “კალათა”, “უნივერსამი”, “გუდვილი”, “ზღაპარი”, “ნიკორა”, “ლიბრე” და “აგროჰაბი” – კალათის შექმნის და სასურსათო პროდუქტებზე ფასდაკლების სურვილი ყველა ქსელურმა მარკეტმა გამოთქვა.

Post navigation

Previous: „ლიბრეს“ კომერციული დირექტორი: ჩვენს ქსელში სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად არის წარმოდგენილი რამდენიმე პროდუქტი, რომელიც სამ დღეში ერთხელ შეიცვლება ხოლმე
Next: შოთა ბერეკაშვილი – მოხარული ვარ, რომ ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომლის მიზანიც არის მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასის შეთავაზება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.