Skip to content
08/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის

მარშალ პრესი 08/05/2026
irakli kobakhidze

ბატონ მამუკა მდინარაძეს ვულოცავ თანამდებობის დაკავებას, ის პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მნიშვნელობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის და მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის.

 „ბატონ მამუკა მდინარაძეს ვულოცავ თანამდებობის დაკავებას. ის პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მნიშვნელობას. სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სტრუქტურების გამართული მუშაობა, მათი საერთო კოორდინაციის ეფექტურად უზრუნველყოფა და ამ ყველაფერში სახელმწიფო მინისტრის და ვიცე-პრემიერის თანამდებობა. პიროვნულად ბატონი მამუკა მდინარაძე განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. მას მინდა წარმატებები ვუსურვო.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ ბატონ მამუკა მდინარაძეს“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენ 2029 წელს ვუმასპინძლებთ ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია საერთაშორისო ფედერაციის მიერ
Next: თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.