Skip to content
08/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

ჩვენ 2029 წელს ვუმასპინძლებთ ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია საერთაშორისო ფედერაციის მიერ

მარშალ პრესი 08/05/2026
irakli kobakhidze

უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროს, მინისტრს, ბატონ შალვა გოგოლაძეს, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ძიუდოს ფედერაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია.

„საქართველომ წარმატებით უმასპინძლა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს. ჩვენმა სტუმრებმა, ყველამ აღნიშნეს, რომ უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროს, მინისტრს, ბატონ შალვა გოგოლაძეს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ძიუდოს ფედერაციას. თითოეული მათგანის ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალი სტანდარტის დაცვისთვის.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მივაღწიეთ საუკეთესო შედეგს ისტორიაში. ამ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი, ეს არის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც კი ჩვენს ქვეყანას მიუღწევია ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე. თითოეულ სპორტსმენს, მათ მწვრთნელებს, მთლიანად გუნდის შემადგენლობას მინდა გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა ამ უპრეცენდენტო წარმატებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2029 წელს საქართველო უმასპინძლებს ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში.

„ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ 2029 წელს ვუმასპინძლებთ ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია საერთაშორისო ფედერაციის მიერ. სპორტის მინისტრს მინდა გადავუხადო მადლობა ამ ძალისხმევისთვის. ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება უმაღლესი სტანდარტების ჩატარება“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: 2029 წელს, სომხეთთან ერთად, საქართველო უმასპინძლებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელებს შორის, რაც ძალიან პრესტიჟული ტურნირია – საქართველო ყველანაირად მზად არის ამ ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის
Next: მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.