Skip to content
08/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

მარშალ პრესი 08/05/2026
2.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს პარტნიორობის მიმართულებით – კევინ ჰამილტონს უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე მინისტრმა კევინ ჰამილტონს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივებზე.

კევინ ჰამილტონმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც დიდ როლს ასრულებს თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის თვალსაზრისით.

ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) მოინახულებს, სადაც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განვითარებული ცენტრის შესაძლებლობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნობა.

 

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის
Next: მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.