Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არასოდეს აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა – ახლა, როდესაც ძალოვანი უწყებების კოორდინაცია არის იდეალური და საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები

მარშალ პრესი 06/05/2026
gia abashidze

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა. მხოლოდ ახლა, როდესაც სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც ძალოვანი უწყებების კოორდინაცია არის იდეალური და როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა იმის, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. აბაშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩატარებული ნებისმიერი მსგავსი ოპერაცია იყო „პიარ-კლოუნადა“.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქამდე არ ჰქონდა არც ძალა და არც სუვერენული სიძლიერე იმისათვის, რომ მსგავსი მასშტაბის გამოწვევებს შესჭიდებოდა.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა. მხოლოდ ახლა, როდესაც სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც ძალოვანი უწყებების კოორდინაცია არის იდეალური და როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა იმის, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები. სააკაშვილის რეჟიმის დროს, აბსოლუტურად ყველა დაკავება, რომელსაც ასაღებდნენ ჯაშუშების გამოვლენად – იყო კამერების თანდასწრებით ჩატარებული პიარ-კლოუნადა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ თავის დროზე, მათ მიერ ჯაშუშობისათვის დაკავებული პირები ახლა პარტიის წევრებად და პოლიტიკურ თანამოაზრეებად ჰყავთ. ხოლო “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, სამწუხაროდ, აქამდე არ ჰქონდა არც ძალა და არც სუვერენული სიძლიერე, რომ ამ მასშტაბის პრობლემებს შესჭიდებოდა. მადლობა ყველას, პრემიერ კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, გეკა გელაძეს, გიორგი გვარაკიძეს, სულხან თამაზაშვილს და რაც მთავარია, მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩვენი სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ, კომპლექსური მუშაობით ამ დონემდე მივიდა,“- წერს გია აბაშიძე. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე – გიორგი უძილაური.

Post navigation

Previous: მეუფე ზენონის განცხადება ეკლესიის შიდა ერთიანობაზე პირდაპირი დარტყმაა
Next: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.