Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მეუფე ზენონის განცხადება ეკლესიის შიდა ერთიანობაზე პირდაპირი დარტყმაა

მარშალ პრესი 06/05/2026
lado sadgobelashvili

„მეუფე ზენონის განცხადება, სადაც იგი ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მეუფე შიოს როლსა და ავტორიტეტს, არის არა უბრალოდ კრიტიკა, არამედ ეკლესიის შიდა ერთიანობაზე პირდაპირი დარტყმა“- წერს  ლადო სადღობელაშვილი.

მისი თქმით, მეუფე ზენონმა უნდა გაიაზროს, რომ ასეთი რიტორიკა პირდაპირ აზიანებს როგორც საპატრიარქოს ავტორიტეტს, ისე მორწმუნე საზოგადოების ნდობას. „მეუფე ზენონის განცხადება, სადაც იგი ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მეუფე შიოს როლსა და ავტორიტეტს, არის არა უბრალოდ კრიტიკა, არამედ ეკლესიის შიდა ერთიანობაზე პირდაპირი დარტყმა.

როცა მაღალი იერარქი საჯაროდ აკეთებს მსგავს განცხადებებს, ეს უკვე აღარ არის „სხვა აზრი“, ეს არის პასუხისმგებლობის დაკარგვა. მეუფე ზენონმა უნდა გაიაზროს: ეკლესია არ არის პოლიტიკური მოედანი, სადაც პროვოკატორული იმიჯის მქონე ტელევიზიიდან ხმამაღალი განცხადებებით ქულებს იწერ. ასეთი რიტორიკა პირდაპირ აზიანებს როგორც საპატრიარქოს ავტორიტეტს, ისე მორწმუნე საზოგადოების ნდობას. მეუფე შიო წლებია ასოცირდება სტაბილურობასთან და ეკლესიის მართვის პროცესთან. მის წინააღმდეგ ასეთი ტონით გამოსვლა ჰგავს არა პრინციპულ პოზიციას, არამედ პირად დაპირისპირებას, რომელიც საჯარო სივრცეში გამოიტანეს. ეკლესია ძლიერია მაშინ, როცა იგი ერთიანია! Ps “ტაბულას ინფორმაგორი”!“- წერს სადღობელაშვილი.

Post navigation

Previous: კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
Next: არასოდეს აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა – ახლა, როდესაც ძალოვანი უწყებების კოორდინაცია არის იდეალური და საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.