Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 06/05/2026
05

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის მინისტრმა ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მნიშვნელოვან წვლილსა და გაწეულ მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და მის კიდევ უფრო გაღრმავებას.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი და თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

Post navigation

Previous: არასოდეს აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა – ახლა, როდესაც ძალოვანი უწყებების კოორდინაცია არის იდეალური და საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
Next: ეკა სეფაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არ არის რაღაც იდეური ბრძოლა ღირებულებებისთვის, ეს არის ბრძოლა გავლენებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.