ოზურგეთის ჭადრების ბაღში დამსახურებული ქორეოგრაფისა და პედაგოგის ვაჟა ახვლედიანის ვარსკვლავი გაიხსნა. ქორეოგრაფისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კონცერტში, რომელიც მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და სახელმწიფო ანსამბლ ,,გურიას” ორგანიზებით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, სახელმწიფო ქორეოგრაფიულ-ფოლკლორული ანსამბლები: „ერისიონი“, „გურია“, „ჩელა“, „ბათუმი“, ,,იადონი,” ,,შემოქმედი” და ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრთან არსებული სალოტბარო სკოლის გუნდი მონაწილეობდნენ.
