Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გრძელდება პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრების შეხვედრები მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების წარმომადგენლებთან

მარშალ პრესი 05/05/2026
683181618_957364686905780_5462629360650594923_n

პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ლიდერები აგრძელებენ შეხვედრებს მუნიციპალიტეტების საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან. ამჯერად ორი დღის განმავლობაში შეხვედრები იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში და ასევე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ოთხ მუნიციპალიტეტში გაიმართა. ლიდერებმა ადგილობრივებისგან მუნიციპალიტეტების წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს.

ასევე, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და „ხალხის ძალის“ სამომავლო გეგმებს როგორც შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბარში „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების წევრებთან საუბარში რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, რაც რეგიონებში მოსახლეობას აწუხებს. ესაა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამების ნაკლები ხელმისაწვდომობა, ნებართვებთან დაკავშირებით არსებული ბიუროკრატიული სირთულეები და ა.შ. სუბარმა ასევე განაცხადა, რომ „ხალხის ძალა“ აპირებს პარტიული სტრუქტურის განვითარებას და ამ მიზნით, უახლოეს პერიოდში დაიწყება რეგიონებში პარტიული ოფისების გახსნა და პარტიაში მხარდამჭერების გაწევრიანება. მედიასთან კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები გაეცნენ ადგილზე არსებულ გამოწვევებს, როგორიცაა ახალგაზრდების პრობლემების, დემოგრაფიული მდგომარეობა, სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები და ა.შ. სეფაშვილის თქმით, შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი კობახიძე-ზელენსკის შეხვედრაზე: ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით ბურთი უკრაინის მოედანზეა
Next: სოზარ სუბარი: ცხადი იყო, რომ ოპოზიციის რეგიონებში გასვლა კრახით დასრულდებოდა, რადგან მათ ხალხთან არ მიესვლებათ და საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.