Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი კობახიძე-ზელენსკის შეხვედრაზე: ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით ბურთი უკრაინის მოედანზეა

მარშალ პრესი 05/05/2026
DAVID KARTVELISHVILI

„როდესაც ერთმანეთს ხელს ართმევს ამ ორი სახელმწიფოს ლიდერი, ჩემთვის მთავარია ზემოდან ქვემოთ ვინ აწვდის ამ ხელს. ზელენსკი ნამდვილად არ იყო ის ლიდერი, რომელმაც ზემოდან ქვემოთ მიაწოდა ხელი პრემიერ-მინისტრს კობახიძეს,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ერევანში უკრაინის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრის კომენტირებისას.

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს უმაღლეს დონეზე გამართულმა შეხვედრამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით, ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ ბურთი და მოედანიც უკრაინის მხარესაა. „ერთი მხრივ, არის უკრაინა, სახელმწიფო, რომელიც არის ზეწოლისა და ზემოქმედების ობიექტი და მეორე მხრივ – საქართველო, რომელიც უკვე ხდება გეოპოლიტიკისა და გეოეკონომიკის სუბიექტი, რაზეც აღარ დაობენ. როდესაც ერთმანეთს ხელს ართმევს ამ ორი სახელმწიფოს ლიდერი, ჩემთვის მთავარია ზემოდან ქვემოთ ვინ აწვდის ამ ხელს. ზელენსკი ნამდვილად არ იყო ის ლიდერი, რომელმაც ზემოდან ქვემოთ მიაწოდა ხელი პრემიერ-მინისტრს კობახიძეს.

ეს არ ნიშნავს, რომ ამ ხელის ჩამორთმევით პრემიერ მინისტრმა დაივიწყა, ან დათმო ყველა ის ობიექტური პრობლემა, რომელსაც რეალურად 12-13 წელიწადია ადგილი აქვს და კიევი არ ცვლის თავის პოლიტიკას. ის არის ანკლავი და საწყობი იმ ძებნილების და მსჯავრდადებულების, რომლებიც არა მხოლოდ კარგად იმყოფებიან უკრაინაში, არამედ, ადეიშვილის არ იყოს, ინტერპოლის სათავეშიც მოექცნენ. ეს ყველაფერი გვახსოვს. გვახსოვს ასევე, როგორც მინიმუმ, ორი აღკვეთილი ტერორისტული აქტი, რომლის გზასა და ჯაჭვსაც ჩვენ სამართალდამცავები მიჰყავდა სწორედ უკრაინასთან. ამ ყველაფერს, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვივიწყებთ. მაგრამ, იყო სამიტი, ერთმანეთს შეხვდა ორი ლიდერი – ერთი სუბიექტი სახელმწიფოს და მეორე, სამწუხაროდ, ობიექტი ქვეყნის. ახლა ბურთი კიევის მოედანზეა.

საქართველოს რაც შეეძლო ამ ომის განმავლობაში – ლტოლვილების მიღება, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება ამ ადამიანებთან მიმართებით გააკეთა. არცერთი საერთაშორისო რეზოლუცია არ ყოფილა ჩვენს გარეშე მიღებული და როდესაც თავად ევროპაშიც ფიქრობენ, რომ უკრაინელებს შეუწყვიტონ სოციალური დახმარებები, გააძევონ ქვეყნიდან და დეპორტირება მოახდინონ ლტოლვილების, საქართველოში თეორიულ დონეზეც კი, არ ისმის ასეთი მზაობა. თუ აქედან ვერაფერს ხედავენ უკრაინაში, კიდევ ერთხელ ვამბობ – ბურთი ურთიერთობების გაუმჯობესების უკრაინის მოედანზეა,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: მიშას პატიმრობა დედის რძესავით შეირგო ამ ნაგავმა და მისმა შიზოიდმა ცოლმა – მაია ორჯონიკიძე
Next: გრძელდება პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრების შეხვედრები მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების წარმომადგენლებთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.