Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოზარ სუბარი: ცხადი იყო, რომ ოპოზიციის რეგიონებში გასვლა კრახით დასრულდებოდა, რადგან მათ ხალხთან არ მიესვლებათ და საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვთ

მარშალ პრესი 05/05/2026
SOZAR SUBARI

ოპოზიციის რეგიონებში აქტიურობასა და მათ მიერ შექმნილ ალიანსებზე ისაუბრა პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

მისი განცხადებით, ოპოზიციას საზოგადოებასთან კომუნიკაცია უჭირს და რეგიონებში მათი გააქტიურება შედეგს ვერ გამოიღებს. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური გაერთიანებები ხელოვნურია და გარე გავლენებით ყალიბდება.

„ცხადი იყო, რომ ოპოზიციის რეგიონებში გასვლა კრახით დასრულდებოდა, რადგან მათ ხალხთან არ მიესვლებათ და საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვთ. ხალხს ისინი ეზიზღება და, შესაბამისად, სალაპარაკოც არაფერი აქვთ.

რაც შეეხება მათ მიერ ასეთი ალიანსების შექმნას, ეს ხელოვნურია, რადგან მსგავსი გაერთიანებები ოპოზიციაში იქმნება იმიტომ, რომ ამას უცხოეთიდან მათი პატრონები ავალებენ. თუმცა ეს დავალება დიდხანს ვერ მოქმედებს, რადგან საბოლოოდ ერთმანეთის გაუტანლობა და პირველობისკენ სწრაფვა სძლევს ნებისმიერ მსგავს დავალებას.

ამიტომაც, ასეთ ალიანსებს არანაირი შანსი არ აქვთ. კი, ისინი ბევრს ცდილობენ, რომ ქვეყანას ავნონ, მაგრამ ხალხი ბრძენია და არ მისცემს გასაქანს ამ ქვეყნის მტრებს,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: გრძელდება პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრების შეხვედრები მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების წარმომადგენლებთან
Next: დავით ქართველიშვილი: იუკნევიჩიენე, კუბილიუსი, კალასი, მარტა კოსი საერთოდ ვერ აღიქვამენ დღევანდელ რეალობას – ეკონომიკა, რომელიც ასე სჭირდება ევროკავშირს, პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოსთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.