Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

საქართველოსთვის მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ბათუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

მარშალ პრესი 05/05/2026
690640622_1357409779774937_5199410996291939146_n

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოჯადოებრივი ჯანმრთელოს ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე დაესწრო.

აღნიშნული სტატუსი წარმოადგენს ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევას. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სპეციალისტების ღვაწლს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მალარიის ელიმინაციის პროცესში.
შეხვედრაზე შეაჯამეს მალარიის ელიმინაციის მრავალწლიანი პროცესი, განიხილეს განხორციელებული ღონისძიებები და ის წარმატებები, რომლებმაც შესაძლებელი გახადა საქართველოს მიერ აღნიშნული სტატუსის მიღება. ღონისძიების ფარგლებში სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და ფოთის რეგიონებში მომუშავე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.

ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოჯადოებრივი ჯანმრთელოს ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ირაკლი ფურცელაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორჯანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე, მუნიციპალიტრტეის მერები და ელიმინაციის პროცესში ჩართული პირები.

Post navigation

Previous: დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ქვეყნის ახალი კანონი შესაძლებლობას იძლევა, აიკრძალოს მარშები, თუ ისინი ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იმავე ადამიანების წინააღმდეგ მეორდება
Next: მერამდენე მცდარი ნაბიჯი გადადგა, უკვე სათვალავი მერევა – ანა დოლიძე სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.