Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ქვეყნის ახალი კანონი შესაძლებლობას იძლევა, აიკრძალოს მარშები, თუ ისინი ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იმავე ადამიანების წინააღმდეგ მეორდება

მარშალ პრესი 05/05/2026
stivi ridi

ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი სტივ რიდი აცხადებს, რომ კანონპროექტი დანაშაულისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს შესაძლებლობას აძლევს, აკრძალოს მარშები, რომლებიც საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფზე ზეწოლას ისახავას მიზნად.

მისი თქმით, კანონი საშუალებას იძლევა, აიკრძალოს მარშები, თუ ისინი ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იმავე ადამიანების წინააღმდეგ, კვირიდან კვირამდე მეორდება.

„კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, შინაგან საქმეთა მინისტრს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს. კერძოდ, გაითვალისწინოს კონკრეტული თემის დასაშინებლად განმეორებით გამართული მარშების ერთობლივი ზეგავლენა“, – აღნიშნავს სტივ რიდი.

კითხვას, შესაძლოა თუ არა პალესტინის მხარდასაჭერი დემონსტრაციები აიკრძალოს, თუ ყოველ კვირაში ერთსა და იმავე ადგილას გაიმართება, რიდმა დადებითად უპასუხა.

„2026 წელს ებრაელებს ეშინიათ კიპას ან დავითის ვარსკვლავის ტარება. ეს სრულიად მიუღებელია. ებრაელებს უნდა ჰქონდეთ ისეთივე თავისუფლება, როგორც ქრისტიანებს ან მუსლიმებს“, – განაცხადა რიდმა.

Post navigation

Previous: სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
Next: საქართველოსთვის მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ბათუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.