Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მერამდენე მცდარი ნაბიჯი გადადგა, უკვე სათვალავი მერევა – ანა დოლიძე სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება

მარშალ პრესი 05/05/2026
ana dolidze

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე, სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება და აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა.

როგორც დოლიძე აღნიშნავს, ზურაბიშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც პლიტიკოსებს ალიანსში გაწევრიანებისკენ მოუწოდებდა, ვინაიდან, ნათლად ჩანს, რომ ეს არ არის სერიოზული და გრძელვადიანი ერთობა.

“სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა, მერამდენე უკვე სათვალავი მერევა, როდესაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსებს ალიანსში გაწევრიანებისკენ მოგვიწოდებდა და ამ ბზარებიან შენობაში შესვლას მიიჩნევდა საუკეთესო გზად.

ღიად დაუჭირა მხარი რამდენჯერმე იმ ჯგუფს, რომლის პრობლემები კარგად ჩანდა ისედაც. თუმცა, ახლა ღიად ჩანს ის, რასაც მე თავიდანვე ვამბობდი, ეს არ არის სერიოზული და გრძელვადიანი ერთობა.

მიუხედავად ზეწოლისა, ამ საკითხთან მიმართებაშიც მე და ჩვენმა მხარდამჭერებმა ბრძნული გადაწყვეტილება მივიღეთ და არ გავერთიანდით,” – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: საქართველოსთვის მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ბათუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა
Next: ეკა სეფაშვილი ილჰამ ალიევის მხრიდან ევროკავშორის კრიტიკაზე: ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პოლიტიკამ სამხრეთ კავკასიაში მარცხი განიცადა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.