Skip to content
03/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა

მარშალ პრესი 02/05/2026
irakli kobakhidze

პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებას აქვს საშუალება, მეტი გაიგოს ფასწარმოქმნასთან, ფასებთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტურია ის ფასები, რომლებიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ამის საფუძველზე საზოგადოებას შეუძლია, უფრო ღრმა დასკვნები გამოიტანოს ყველაფრის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფასებთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსიის გაშლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის ამ საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსიის გაშლა. მანამდე იყო გარკვეული კამპანიური სახის გზავნილები ფასებთან დაკავშირებით, გარკვეული ინფორმაციის გაზიარება ხდებოდა, მათ შორის, სოციალური მედიის მეშვეობით, მაგრამ აბსოლუტურად ზედაპირულად წარიმართებოდა დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით. პრინციპში, პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში საზოგადოებას აქვს საშუალება, მეტი გაიგოს ფასწარმოქმნასთან, ფასებთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტურია ის ფასები, რომლებიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ამის საფუძველზე საზოგადოებას შეუძლია, უფრო ღრმა დასკვნები გამოიტანოს ყველაფრის შესახებ. ზოგადად, ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა, მათ შორის მტკივნეული უშუალოდ ხელისუფლებისთვის. კორუფციასთან დაკავშირებით დისკუსია ჩვენ თვითონ გავხსენით და საზოგადოებამ დღეს ბევრად მეტი იცის იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევები არსებობდა, დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით. ჩვენ გვქონდა დებატები, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიც არის იგივე ენერგეტიკა, სადაც არსებობდა გარკვეული სტერეოტიპები, თუმცა ეს სტერეოტიპები არსებითად დაიმსხვრა იმ დისკუსიის საფუძველზე, რომელიც საჯაროდ წარიმართა. ინვესტიციებთან დაკავშირებით გვქონდა დისკუსიები, განათლების რეფორმაზე და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს ყველა საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა
Next: სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.