Skip to content
03/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა

მარშალ პრესი 02/05/2026
guram macharashvili

ერევანში დაგეგმილი ევროკავშირ-სომხეთის პირველ სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, სამიტი სომხეთში იმართება და ბუნებრივია, რომ საქართველოს ხელისუფლება მასში მიიღებს მონაწილეობას.

მაჭარაშვილის თქმით, ევროკავშირისა და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და ხელისუფლების წარმომადგენლების ერევანში ჩასვლის თემაზე ქილიკი რადიკალების პოზიციაა.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ფორუმი ერევანში იმართება. შესაბამისად, როდესაც ნაცმოძრაობა და მისი პატრონები უცხოეთში ქილიკით საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა მიიღოს საქართველოს წარმომადგენლობამ მონაწილეობა ამ ფორუმში, როდესაც ევროკავშირის და ზოგადად ევროპის საწინააღმდეგო პოზიციებს აფიქსირებენ, ეს არის ტყუილი. ჯერ ერთი, ჩვენ არ გამოვდივართ არც ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ და არც ევროპის წინააღმდეგ. ჩვენ ევროკავშირის ბიუროკრატიას ვაკრიტიკებდით და ეხლა ამაში ამერიკის პრეზიდენტმა გადაგვასწრო. მეტსაც გეტყვით, ევრობიუროკრატიის ყოფილი მაღალჩინოსნები, მაგალითად, ბატონი შარლ მიშელი, რომელიც თავად წარმოადგენდა ბრიუსელს, დღეს აკრიტიკებს ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელიც არის ევროკომისიის პრეზიდენტი. არამარტო აკრიტიკებს, პირდაპირ ამბობს, რომ მისი მმართველობა დიქტატორულია. ასე რომ, თავად ის ფაქტი, რომ ერევანში იმართება ეს ფორუმი, განაპირობებს იმას, რომ იქ იქნება საქართველოს წარმომადგენლობა. ეკონომიკას ვერ შეაჩერებ. ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ერევანში, 4-5 მაისს ევროკავშირ-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროგაერთიანების უმაღლესი წარმომადგენლები მიიღებენ. ერევანში ჩავა დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოდანაც. სამიტის ფარგლებში, მონაწილე მხარეები განიხილავენ ბოლო დროს ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს. დასრულების შემდეგ, გაიმართება პრესკონფერენცია ლიდერების მონაწილეობით.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი იქნება პარტნიორული ურთიერთობებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი
Next: ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.