Skip to content
03/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

მარშალ პრესი 02/05/2026
irakli kobakhidze1
სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
ირაკლი კობახის თქმით, საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა სოფლის მეურნეობა, გაორმაგებულია ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება.
„რაც შეეხება იმპორტდამოკიდებულებას, ძალიან ბევრი რამ კეთდება. ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა სოფლი მეურნეობა, განსაკუთრებით მცირე ქვეყნისთვის და მცირე მიწიანი ქვეყნისთვის, ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი ინვესტიციები იდება. ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ამან  შედეგად მოგვცა რა, რომ საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა სოფლის მეურნეობა, გაორმაგებულია ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება. ურთულესი ამოცანა იყო, რომ არა ასეთი ინვესტიციები, ეს ვერ იქნებოდა მიღწეული. სწორედ ამის შედეგია ის, რომ  საქართველოში წარმოებული პროდუქცია საბოლოო ჯამში არის ბევრად იაფი, ვიდრე ანალოგიური პროდუქცია, რომელიც მაგალითად საფრანგეთში იყიდება. ეს არის ზუსტად იმ  საბიუჯეტო ინტერვენციის შედეგი, რომელიც კონკრეტულად სოფლის მეურნეობაში ხორციელდება და გაათმაგებულია სახელმწიფო ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სფეროში. არის უამრავი კონკრეტული პროგრამა, მათ შორის სესხების სუბსიდირება და ა.შ. ამ მიმართულებით ძალიან ბევრ რამეს აკეთებს სახელმწიფო“, –  განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა
Next: დღეს იყო კარგი ინიციატივები და უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.