Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე უძრავი ქონების ტოკენიზაციის ინოვაციური ხედვა წარადგინა

მარშალ პრესი 01/05/2026
320

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა მსოფლიო ბანკის მიწისა და უძრავი ქონების ყოველწლიურ კვლევით კონფერენციაში მონაწილეობს.

საერთაშორისო ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კვლევითი ნაშრომი წარადგინა, რომელიც უძრავი ქონების ბაზრის განვითარების თანამედროვე ტექნოლოგიურ მიდგომებს ეხება.

კვლევითი ნაშრომი კონფერენციის მაღალკონკურენტული შერჩევის პროცესის შედეგად გამოვლინდა და საორგანიზაციო კომიტეტის მაღალი შეფასება დაიმსახურა.

იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მომსახურების სისტემების განვითარებაზე და სახელმწიფო სერვისებში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზე. სამინისტროს მონაწილეობა საერთაშორისო პლატფორმაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.

კონფერენციას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის“ პროექტის, მიწის ადმინისტრირების მომსახურების გაუმჯობესებისა და ციფრული მმართველობის ინფრასტრუქტურის შექმნის კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სხვა წარმომადგენლები.

Post navigation

Previous: ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
Next: Reuters: დასავლეთთან დაახლოების მიუხედავად, სირია რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებული გახდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.