Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მარშალ პრესი 01/05/2026
105

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი ყურაშვილს და დესპანს ეკატერინე კოკაიას შეხვდნენ.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა  ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი დებატები განიხილეს და მისი შედეგები შეაფასეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.  

 

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საფრანგეთში საქართველოს საელჩო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროსტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა აქტუალურ საარჩევნო საკითხზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ოპერატიულად სწორი ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ სტრუქტურებისთვის.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით 28-29 აპრილს იმყოფებოდა.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე: ამ ეტაპზე ჩვენ მხარს არ ვუჭერთ დასკვნას, შესაძლოა, მხარი დავუჭიროთ მას შემდეგ, რაც სრულად გავეცნობით და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება საფუძვლიანი და არა სპეკულაციური – არც უბრალოდ უარყოფა უარყოფისთვის და არც გაუაზრებელი მხარდაჭერა მხარდაჭერისთვის
Next: იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე უძრავი ქონების ტოკენიზაციის ინოვაციური ხედვა წარადგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.