Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

Reuters: დასავლეთთან დაახლოების მიუხედავად, სირია რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებული გახდა

მარშალ პრესი 01/05/2026
909

რუსეთი სირიისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდა, მიუხედავად იმისას, რომ არაბული ქვეყანა დასავლეთს დაუახლოვდა, ხოლო მოსკოვი დამხობილი ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერდა მხარს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს მიერ შესწავლილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მიმდინარე წელს რუსეთმა სირიისთვის ნავთობის მიწოდება 75%-ით გაზარდა, რაც დღეში დაახლოებით 60 ათასი ბარელია.

აღნიშნული მოცულობა რუსეთის დღიური მსოფლიო ექსპორტის მიზერულ ნაწილს წარმოადგენს, წერს Reuters-ი.

თუმცა, როგორც სააგენტო აღნიშნავს, სირიისთვის, რომლის შიდა წარმოება მოთხოვნას საგრძნობლად ჩამორჩება, მოსკოვი ნავთობის დომინანტ მიმწოდებლად ხდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხო.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, როცა სირიაში 14-წლიანი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ნავთობის მთავარი მიმწოდებელი ირანი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ომის შემდეგ კრიზისიდან გამოვიდა, დასავლეთისკენ შემოტრიალდა, ხოლო მისი ეკონომიკა გლობალურ საფინანსო სისტემას მიუერთდა, დამასკოს მაინც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, აღნიშნავს გამოცემა.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე უძრავი ქონების ტოკენიზაციის ინოვაციური ხედვა წარადგინა
Next: ოპოზიციის აქტივისტი დოროთე ყურაშვილი მეუფე შიოზე: ფსიქიურად ის არაა გაწონასწორებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.