Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების შესანარჩუნებლად საზღვარგარეთიდან ამანათებზე გადასახადი უნდა გაზარდოს – “როიტერი”

მარშალ პრესი 29/04/2026
03

კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან დაფინანსების შესანარჩუნებლად საზღვარგარეთიდან ამანათებზე გადასახადი უნდა გაზარდოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ სავალუტო ფონდის 8.1 მილიარდი დოლარის ოდენობის პროგრამა ივნისში უნდა გადაიხედოს. ფონდი უკრაინის საგადასახადო ბაზის გაფართოებას დაჟინებით მოითხოვს. პარლამენტს ამ კანონპროექტისთვის ჯერ მხარი არ დაუჭერია, რადგან მას კანონმდებლებს შორის საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს.

„ამანათები ახლა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. ამ კანონის მიღების გარეშე, გადახედვა შესაძლოა საერთოდ არ ჩატარდეს, რაც სერიოზულ უარყოფით შედეგებს გამოიწვევს“,- იუწყება სააგენტო წყაროზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორის ცნობით, ცვლილებების ამოქმედება მინიმუმ 2027 წლამდე გადაიდო. უკრაინის ხელისუფლება პარლამენტში წინააღმდეგობის გამო ფონდის დარწმუნებას ცდილობს ალტერნატიული ზომების მიღებაში. თუ სავალუტო ფონდის პროგრამა ჩაიშლება, უკრაინა ევროკომისიისგან დაფინანსებას ვერ მიიღებს, აღნიშნავს სააგენტო.

Post navigation

Previous: ევროკავშირი „მზადაა“ ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის რუსული გემის გამო, რომელსაც, სავარაუდოდ, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა – “EURONEWS”
Next: აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ჩერგოლეიშილს: ხალხი ვერ შეკრიბე, კითხვას ვერ პასუხობ, და ამ ფონზე გაქვს ამბიცია, დაამარცხო ბიძინა ივანიშვილი? – საინტერესო სტრატეგიაა, ოპოზიციის მხარდამჭერებს გაუმართო ისტერიკა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.