დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს.
ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მერვე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება, სადაც 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის ორი ფენა იგება.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გზის დაზიანებული მონაკვეთი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტრანსპორტის გადაადგილებას, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს.
სამუშაოების ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი მოადგილესა და გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მონიტორინგის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
