Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროკავშირი „მზადაა“ ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის რუსული გემის გამო, რომელსაც, სავარაუდოდ, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა – “EURONEWS”

მარშალ პრესი 29/04/2026
europe

დიპლომატიური კრიზისი უკრაინასა და ისრაელს შორის წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ჰაიფაში რუსული გემი ჩავიდა, რომელსაც, სავარაუდოდ, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა. ბრიუსელი აცხადებს, რომ მზადაა სანქციები დააწესოს ამ პროცესში ჩართული პირებისთვის.

Euronews-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ჰაიფაში მარცვლეულით დატვირთული ახალი გემი ჩავიდა, ევროკავშირმა გააფრთხილა ისრაელი, რომ მზადაა სანქციები დააწესოს იმ პირებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოპარული უკრაინული მარცვლეულით ვაჭრობას.

„ევროკავშირმა გაითვალისწინა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემს, რომელსაც მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ისრაელის ჰაიფას პორტში გადმოტვირთვის ნებართვა მიეცა, მიუხედავად უკრაინისა და ისრაელის ხელისუფლებას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით წინა კონტაქტებისა“, – განუცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა Euronews-ს.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ევროკომისიამ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.

„ჩვენ ვგმობთ ყველა მოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის უკანონო საომარ ძალისხმევის დაფინანსებას და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას, და მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში მიზანში ამოვიღოთ ასეთი ქმედებები მესამე ქვეყნებში მყოფი პირებისა და ორგანიზაციების სანქცირების გზით,“ – დასძინა ერვოკომისიის პრესსპიკერმა

Post navigation

Previous: ანა კორსი: “საოცარია იმის ნახვა, რამდენად წარმატებულია იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუშაობა, მათ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს მოქალაქეებისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და ინოვაციური პროდუქტების განვითარების კუთხით”
Next: კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების შესანარჩუნებლად საზღვარგარეთიდან ამანათებზე გადასახადი უნდა გაზარდოს – “როიტერი”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.