Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პროკურატურა ეხმაურება „ტვ პირველი”-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტს, პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის შესახებ

მარშალ პრესი 26/04/2026
prokuratura

საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს, პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის შესახებ.

“ბოლო თვენახევრის განმავლობაში ტელეკომპანია მიზანმიმართულად უკვე მეორედ ამზადებს სიუჟეტს პროკურორის მამის ბიზნესსაქმიანობის შესახებ და სრულიად დაუსაბუთებლად აკავშირებს თამარ ბეჟუაშვილის პროფესიულ საქმიანობასთან.

ასევე აღსანიშნავია,რომ სიუჟეტში გამოყენებული რესპოდენტები, მაგალითად: გიორგი ბერიშვილი და თეიმურაზ ყარმაზანაშვილი რომლებიც ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ ბეჟუაშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ არერთ სისხლის სამართლის საქმეზე თავად არიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვის და თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე. ყოვლად გაუგებარია აღნიშნულთან პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირება და იმის ნაცვლად, რომ სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპით, კვალიფიციურად განახორციელდეს სისხლის სამართლის საქმის განილვა, მედია საშუალება მიზანმიმართულად თავს ესხის საქმის პროკურორს და სრულიად დაუსაბუთებლად ეწევა დეზინფორმაციულ კამპანიას.

საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავსს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება. აქვე აღვნიშნავთ, რომ მსგავსი უსაფუძვლო და მიზანმიმართული კამპანია ვერ იქონიებს გავლენას და ვერ შეუშლის ხელს ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას” –  ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების გაშავება უნდა იმ კაცის ტელევიზიას, რომელიც საკუთარ სამშობლოს 1,5 მილიარდი დოლარის წართმევას უპირებდა პარიზის არბიტრაჟის მეშვეობით- რასაც ნოდარ მელაძე აკეთებს, ჟურნალისტიკასთან კავშირში არ არის
Next: ბორჯომში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.