Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბორჯომში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია მიმდინარეობს

მარშალ პრესი 26/04/2026
GD YOUTH

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია დღეს ბორჯომში იმართება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და მმართველთა საბჭოს წევრები ხვდებიან.

შეხვედრის მიზანია ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით ხედვები ახალგაზრდებს გააცნოს. განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

„დაინტერესება საკმაოდ დიდია. ყოველი შეხვედრის შემდეგ მსურველების რაოდენობა იმატებს. ჩვენი მთავარი გზავნილი და ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი დისკუსია იყოს ახალგაზრდებს შორის და მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა.

Post navigation

Previous: საქართველოს პროკურატურა ეხმაურება „ტვ პირველი”-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტს, პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის შესახებ
Next: დავით ქართველიშვილი: ანაკლია ხდება „შუა დერეფნის“ (ჩინეთი–კასპია–კავკასია–ევროპა) საყრდენი წერტილი, რომელიც უკვე დღეს ითვალისწინებს ტვირთბრუნვის 20–35%-იან წლიურ ზრდას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.