Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების გაშავება უნდა იმ კაცის ტელევიზიას, რომელიც საკუთარ სამშობლოს 1,5 მილიარდი დოლარის წართმევას უპირებდა პარიზის არბიტრაჟის მეშვეობით- რასაც ნოდარ მელაძე აკეთებს, ჟურნალისტიკასთან კავშირში არ არის

მარშალ პრესი 25/04/2026
tengiz sharmanashvili

ბიძინას საქველმოქმედო საქმიანობის მასშტაბებზე მთელმა ქვეყანამ იცის. თავად მას არასდროს მოუწონებია თავი ამ საქმიანობით საჯაროდ, არაფერში სჭირდება. საოცარი ის არის, რომ მისი ქველმოქმედების გაშავება უნდა იმ კაცის ტელევიზიას, რომელიც საკუთარ სამშობლოს 1,5 მილიარდი დოლარის წართმევას უპირებდა პარიზის არბიტრაჟის მეშვეობით- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი “ტვ პირველის” მიერ გავრველებულ ინფორმაციაზე, რომ “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ”.

“აი, ასეთი უტვინო როგორ უნდა იყო ეს სისულელე გაავრცელო ? სულ იმას ვამბობ, ნამუსზე ხელს რომ აიღებ და ტყუილს გაავრცელებ, 24 საათი მაინც ხომ უნდა გაძლოს? 24 წუთსაც ვერ გაძლებს. ბატონი ბიძინას საქველმოქმედო საქმიანობის მასშტაბებზე მთელმა ქვეყანამ იცის. თავად მას არასდროს მოუწონებია თავი ამ საქმიანობით საჯაროდ, არაფერში სჭირდება. საოცარი ის არის, რომ მისი ქველმოქმედების გაშავება უნდა იმ კაცის ტელევიზიას, რომელიც საკუთარ სამშობლოს 1,5 მილიარდი დოლარის წართმევას უპირებდა პარიზის არბიტრაჟის მეშვეობით. წააგო ეს პროცესი და იქით დააკისრეს გადახდა საქართველოსთვის. ის ართმევდა ქვეყანას 1,5 მილიარდს და ბატონ ბიძინას ორი მაგდენი აქვს ქველმოქმედებაში დახარჯული. სინდისი აღარ არის კაცო ამ ქვეყნად საერთოდ ? მელაძის ე.წ. გამოძიებაზე აღარაფერს ვამბობ, რასაც ის აკეთებს ჟურნალისტიკასთან და პროფესიულ თავმოყვარეობასთან კავშირში არ არის დიდი ხანია. ერთი კითხვა რომ დაუსვას კაცმა, თუ ფულის გასესხება უნდა ვინმეს, საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით გააკეთებს ამას ? ხომ სიგიჟეა ? კი, სიგიჟეა, მაგრამ ეტყობა ტყუილი იმდენდ უსინდისო უნდა იყოს, რომ, გებელსისა არ იყოს, გამგონმა იფიქროს, ამდენს ვინ გამოიგონებდაო. არ გაჭრის და როგორ ვთქვი, 24 საათიც ვერ გაძლებს, ფაქტია.”- წერს შარმანაშვილი.

Post navigation

Previous: დაჩი ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
Next: საქართველოს პროკურატურა ეხმაურება „ტვ პირველი”-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტს, პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის შესახებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.