Skip to content
25/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი განსაკუთრებული შემთხვევაა, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ – გია ხუხაშვილი

მარშალ პრესი 25/04/2026
gia xuxashvili

გია ხუხაშვილის თქმით, „ოპოზიციის ალიანსში“ მიხეილ სააკაშვილი ბევრად ადეკვატურია, ვიდრე ზოგიერთი სხვა წევრი. მან ამის შესახებ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა. მანვე ოპოზიციის ალიანსზე თქვა, რომ ის ძალიან ტოქსიკურია და არანაირ გაერთიანებას არ წარმოადგენს. „მიშა ბევრად უფრო ადეკვატურია ახლა ვიდრე მაგალითად ჩერგოლეიშვილი. ჩერგოლეიშვილი განსაკუთრებული შემთხვევაა.

წყევლაზე გადავიდა. საერთოდ ქართულ პოლიტიკაში ეგეთი ფენომენი მე არც გამიგია. ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ და თან მაღალ მატერიებს და ინტელექტუალურ, რაღაც განსაკუთრებულ მონაცემებზე აქვს პრეტენზია, წარმოუდგენელია. ასეთი ფენომენები გაჩნდნენ და მათ უნდათ დროშა აწიონ. რა დროშა უნდა აწიონ, ვერ გავიგე. ნახევარი საქართველო დასცინის ალბათ ხო იმიტომ, რომ რაღაც საოცრებები ხდება.

რაც შეეხება ამ ალიანსს- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ტოქსიკურია. ეს არ არის რაღაც გაერთიანება, რეალურად ეს არ არის არანაირი ალიანსი. ხელოვნურად კბილებით რომ რაღაცა უჭირავთ რაღაცის გამო, აი ძალიან მძიმე ოჯახები რომ არის, ცოლ-ქმარი ყოველდღე ერთმანეთს რომ უთაქუნებენ თავში, შვილებიც რომ არ ჰყავთ და რაღაც საერთო ანგარიში აქვს და იმ ანგარიშს ეპოტინება ორივე. აი დაახლოებით ეს სიტუაციაა და როგორ შეიძლება ახლა ასეთ ალიანსებს რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

Post navigation

Previous: ამირან სალუქვაძე: თაღლითების და საზოგადოებაში მევახშეებად აღიარებული “ლელოს” ლიდერების, ხაზარაძე-ჯაფარიძის დაფინანსებული და ბლაჟევიჩის ინსტრუქციებით მომუშავე FakeTV “პირველი” ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აშავებს
Next: ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „მარადიული აწმყო“ ჩვენება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების ორმოც დღეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.