Skip to content
25/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამირან სალუქვაძე: თაღლითების და საზოგადოებაში მევახშეებად აღიარებული “ლელოს” ლიდერების, ხაზარაძე-ჯაფარიძის დაფინანსებული და ბლაჟევიჩის ინსტრუქციებით მომუშავე FakeTV “პირველი” ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აშავებს

მარშალ პრესი 25/04/2026
amiran salukvadze

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ”, სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ დადასტურებული თაღლითების და მევახშეებად აღიარებული “ლელოს” ლიდერების დაფინანსებული ტელეკომპანია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აშავებს.

სალუქვაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ქველმოქმედების კრიტიკას უნდა შეეშვას, ვინაიდან, არსებობს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული საქმეების სია, მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში კი, “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი აქვს დახარჯული.

“სასამართლოების და არბიტრაჟების მიერ დადასტურებული თაღლითების და საზოგადოებაში მევახშეებად აღიარებული ლელოს ლიდერების ხაზარაძე-ჯაფარიძის დაფინანსებული და ბლაჟევიჩის ინსტრუქციებით მომუშავე FakeTV “პირველი” ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აშავებს.
თქვეჩემის დიმპიტაურებო, ათასჯერ დავწერე ქველმოქმედების კრიტიკას შეეშვით მეთქი. პოლიტიკურად როცა აკრიტიკებთ, ხომ არაფერს გპასუხობთ?! ახლიდან დავიწყო სიის გამოქვეყნება?

ამასწინათ ე.წ. ოპოზიციის აქტივისტი გამოხტა რამდენიმე წელია ქველმოქმედებას არ ეწევაო. ჯანდაცვაში არაფერი გაუკეთებიაო. არადა, მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტის ქველმოქმედებაა. ერთი მხრივ სანქციებს ითხოვენ, მეორე მხრივ ქველმოქმედებას.
ერთ გზავნილზე ჩამოყალიბდით ეწეოდა ქველმოქმედებას და ახლა აღარ ეწევა თუ საერთოდ არ ეწეოდა?!
არ დაგზარდებით. ახლიდან დავდებ სიას,” – წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ერთ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადაარჩინა ათასობით ადამიანი. სადღაც ფსკერზე კი დგას მამუკა ხაზარაძე, რომელსაც სასამართლომ თაღლითის სტატუსი დაუდგინა. ახლა, თავისივე ჯიბის ტელევიზიის ხელით ცდილობს, ჩირქი მოსცხოს ისტორიულ ქველმოქმედებას
Next: ჩერგოლეიშვილი განსაკუთრებული შემთხვევაა, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ – გია ხუხაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.