Skip to content
25/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „მარადიული აწმყო“ ჩვენება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების ორმოც დღეს

მარშალ პრესი 25/04/2026
679913660_1349028737279708_4128071747256803408_n
ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „მარადიული აწმყო“ ჩვენება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან ორმოც დღეს.
დოკუმენტური ნამუშევარი ასახავს პატრიარქ ილია მეორის მრავალწლიან, ნაყოფიერ და მრავალმხრივ მოღვაწეობას. ფილმი განსაკუთრებული სიღრმით წარმოგვიდგენს მის სულიერ მისიას, ეკლესიის წინამძღოლობის უმნიშვნელოვანეს ეტაპებსა და იმ ღვაწლს, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ისე სრულიად ქართული საზოგადოების ცხოვრებაში.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ გადამღები ჯგუფის წევრები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, აგრეთვე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ წმინდა თევდორე აჭარელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა მატათა და სამღვდელოების სხვა წარმომადგენლები. მათი დასწრება ღონისძიებას განსაკუთრებულ სულიერ განწყობას სძენდა, რაც უფრო უსვამდა ხაზს ფილმის თემატიკის მნიშვნელობასა და პატრიარქისადმი გამოხატულ პატივისცემას.

Post navigation

Previous: ჩერგოლეიშვილი განსაკუთრებული შემთხვევაა, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ – გია ხუხაშვილი
Next: ზაალ ანჯაფარიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ტვ-პირველს სასამართლოში მოუწევს პასუხისგება ცილისწამებაზე ივანიშვილების საქველმოქმედო ფონდის შესახებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.