Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: რა თქმა უნდა, ევროპა გვინდა. დიდი რუსეთი და საბჭოთა ბნელეთი ჩვენთვის ცუდი მოგონებაა და იქ ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდეს

მარშალ პრესი 03/07/2022
დიმიტრი ხუნდაძე

რა თქმა უნდა, ევროპა გვინდა. დიდი რუსეთი და საბჭოთა ბნელეთი ჩვენთვის ცუდი მოგონებაა და იქ ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

ხუნდაძე, ისევე როგორც მმართველი გუნდიდან წასული კიდევ 2 პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს დეკემბერშიც არ მისცემენ. ხუნდაძე და მისი თანამოაზრეები ამბობენ, რომ მათ წინასწარვე ჰქონდათ ინფორმაცია რომ ბრიუსელში კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის არ აპირებდნენ და ამით ქვეყანაში მღელვარების გამოწვევა სურდათ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს იკავებენ.

„კი, ევროკავშირი გვინდა, მაგრამ სწორად შევარჩიოთ ადგილი. იქ არ ვთქვათ სათქმელი, სადაც ​ბუმერანგივით შემოგვიბრუნდება საზიანო ფასად. იმიტომ რომ დღეს სცენის მიღმა დგას „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დებს პირობას სადღაც, რომ ის შეასრულებს ძირითად პირობას, და არა იმ დანარჩენ პუნქტებს, რომ საქართველომ მიიღოს ეს სტატუსი. ასე რომ, სტატუსი მივიღოთ, მაგრამ ღირსეულად და სისხლის გარეშე“, – ამბობს ხუნდაძე.

დეპუტატებმა მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია „ქართულ ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს.

Continue Reading

Previous: მიხეილ ყაველაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი ხნის შემსრულებელი, პირდაპირ შემიძლია აგენტურა დავარქვა, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული
Next: 3000 რჩეული “სირცხვილისტი” ქართული ოცნების ოფისთან გარეკეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025