Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

3000 რჩეული “სირცხვილისტი” ქართული ოცნების ოფისთან გარეკეს

მარშალ პრესი 03/07/2022
სირცხვილისტი

პარლამენტთან მიმდინარე აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან გარეკეს. ამის შესახებ შეკრებილებს მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მშვენიერაძემ მოუწოდა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს, „ბევრი ასეთი კერა გაჩნდება“.

„3 ათასი ადამიანი გვჭირდება, რომელიც მზად იქნება, მივიდეთ პირველ სიმბოლოსთან – ეს არის „ქართული ოცნების“ ოფისი. აქედან წავა 3 ათასი ადამიანი, არც მეტი არც ნაკლები. წინ მე წავალ და 3 ათასი ადამიანი ვდგებით „ქართული ოცნების“ ოფისთან. დანარჩენები ვრჩებით აქ. იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია. თუ ხელისუფლება მომდევნო წუთების განმავლობაში არ გადადგამს ნაბიჯებს უკან, ბევრი ასეთი კერა გაჩნდება. მე რომ აქ აღარ ვიქნები, დანარჩენს ჩემი თანამებრძოლები გეტყვიან. ჩვენი იქ მისვლა უნდა იყოს არაძალადობრივი. ძალადობა აწყობს ხელისუფლებას“,- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე: რა თქმა უნდა, ევროპა გვინდა. დიდი რუსეთი და საბჭოთა ბნელეთი ჩვენთვის ცუდი მოგონებაა და იქ ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდეს
Next: შოთა დიღმელაშვილი – საქართველო დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა, ეს პრობლემა არ დგას იმის გამო, რომ ბავშვებს ვერ ვაკეთებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.