Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი ხნის შემსრულებელი, პირდაპირ შემიძლია აგენტურა დავარქვა, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული

მარშალ პრესი 03/07/2022

ჩვენ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება გვსურს ჩვენი საზოგადოებისთვის. თითქოს კი მიეწოდებათ, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე ხაზგასმა, რომ სათქმელი ბოლომდე ჯერ კიდევ არ ითქმება და ა.შ. ჩვენ ამაში თავისუფლები ვართ. შეგვიძლია, რომ ნებისმიერი თემა ავუხსნათ ჩვენს საზოგადოებას, – „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზებზე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირაში“ ისაუბრა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე და იმაზე, თუ ვის და რატომ აქვს ეს დაგეგმილი.

„აქ საუბარი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული ეს ყველაფერი. ნამდვილად ა იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი ხნის შემსრულებელი, პირდაპირ შემიძლია აგენტურა დავარქვა, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. პირდაპირ იყო ჩართული, ეს იყო ქსელი, რომელსაც სურდა, რომ საქართველოში ამ ეტაპისთვის, უკრაინის ომის პარალელურად, საქართველოშიც საომარი მოქმედებები დაწყებულიყო. მათი დამკვეთი არ არის ერთიანი დასავლეთი, ეს არ არის ევროკავშირი. ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის ნაწილი რაღაც ძალის, რომელსაც ამ სიტუაციაში, არა საქართველოს დამამცირებლად, შეიძლება ასე აღვნიშნოთ და ეს შემდეგ გამოჩნდება, ან არა იმიტომ, რომ საქართველოს რაიმე ინტერესი ჰქონდეს. იმ ნაწილში, რომ ეს წაადგება იმ საერთო სურათს, რომელიც დღეს მიმდინარეობს გლობალურ დონეზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ხვდებიან, რომ მათი რეპუტაცია იმდენად ტოქსიკურია, ახლა ავანსცენაზე გამოჩენა, მათთვის დამაზიანებელი და კონტრპროდუქტიული იქნება
Next: დიმიტრი ხუნდაძე: რა თქმა უნდა, ევროპა გვინდა. დიდი რუსეთი და საბჭოთა ბნელეთი ჩვენთვის ცუდი მოგონებაა და იქ ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.