Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ხვდებიან, რომ მათი რეპუტაცია იმდენად ტოქსიკურია, ახლა ავანსცენაზე გამოჩენა, მათთვის დამაზიანებელი და კონტრპროდუქტიული იქნება

მარშალ პრესი 03/07/2022
მიხეილ სარჯველაძე

ხვდებიან, რომ მათი რეპუტაცია იმდენად ტოქსიკურია, მათი ახლა ავანსცენაზე გამოჩენა, მათთვის დამაზიანებელი და კონტრპროდუქტიული იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ დღევანდელი აქცია „სირცხვილიას“ მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა რეგიონებში მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები მოუწოდებდნენ.

„მზაკვრულად დაგეგმილი პოლიტიკური აქტივობაა – ეს ფაქტია! ახლა, როდესაც ვადევნებთ თვალს, მაგალითად, იქ რეგიონებში დადიან, აქციის ორგანიზების პროცესში ჩართულები არიან და ძირითადად მოქალაქეებთან კონფლიქტები ვის ემართება? – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. აქციას არა უბრალოდ თანაუგრძნობენ, არამედ კარგად, გამიზნულად, წინასწარ ჩაფიქრებულად აორგანიზებენ. უბრალოდ, ხვდებიან, რომ მათი რეპუტაცია იმდენად ტოქსიკურია, მათი ახლა ავანსცენაზე გამოჩენა, მათთვის დამაზიანებელი და კონტრპროდუქტიული იქნება. აქედან გამომდინარე, ხვდებიან, რომ რაღაცების შენიღბვა უნდა გააკეთონ და ამ შემთხვევაში ფოკუსის პრინციპით, ყურადღება სხვაზე გადაიტანონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

Continue Reading

Previous: მეგის ქარდავას მიმართვა აქციის მონაწილეებს: დღეს ცარიელი სიტყვების დრო აღარაა, დროა, მოქმედებაზე გადავიდეთ
Next: მიხეილ ყაველაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი ხნის შემსრულებელი, პირდაპირ შემიძლია აგენტურა დავარქვა, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025